воскресенье, 9 января 2011 г.

DOS - შეტევები


ინფორმაციის გატაცება არაა ერთად-ერთი მიზანი ხაკერებისთვის. ხშირ შემთხვევაში ისინი იმითაც კმაყოფილდებიან რომ კომპიუტერის მუშაობას აჩერებენ რამოდენიმე ხნით.
ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება სხვა ტიპის შეტევა, რომელსაც DoS-შეტევა ქვია. სიყვა DOS-ს ძველ ოპერაციულ სისტემასთან არანაირი კავშირი არააქ.
ეს არის უბრალო აბრევიატურა სიტყვების Denial of Service. DOS-შეტევის არსი მარტივია - დროის მოკე მონაკვეთში სერვერზე ხდება ძალიან დიდი რაოდენობის მიმართვა (რამოდენიმე ასეული წამში). საბოლოოდ ამას მივყავართ იქამდე რომ სერვერი ”ეკიდება” და ვეღარაფერზე ვეღარ ახდენს რეაგირებას.
ერთეული DoS-შეტევებისაგან სერვერების უმეტესობა ასე თუ ისე დაცულია. მაგრამ როგორ მოვიქცეთ როცა ამ მეთოდით შეტევა სერვერზე მოდის რამოდენიმე ასეული და ათასეული კომპიუტერიდან? ეს კი არც ისე იშვიათად ხდება.
პირველი მასსირებული DOS-შეტევა დაფიქსირდა 1999 წლის დეკემბერში, როდესაც ”დაეკიდა” რამოდენიმე სერიოზული სერვერი. მათ შორის იყვნენ ისეთი გრანდებიც როგორებიცაა საძიებო სისტემა Yahoo, ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ი, სიახლეთა პორტალი CNN-ი და ინტერნეტ-აუქციონი eBay. მის მერე ასეთი შეტევების რიცხვმა მხოლოდ მოიმატა. შეიცვალა აგრეთვე შეტევის სტილი. თუ თავდაპირველად შეტევა ხორციელდებოდა ხელოვნურად, ხაკერთა რამოდენიმე ჯგუფის მიერ, ახლა უკვე ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში, ადამიანის ჩარევის გარეშე.
ყველაზე მეტი შეტევა დაფიქსირდა 2003 წელს, როდესაც ქსელში გამოჩნდა რამოდენიმე ვირუსი, რომელთაც კომპიუტერში შეღწევის შემდეგ, თავისით შეეძლოთ DOS-შეტევის განხორციელება რომელიმე სერვერზე.
”პირველი ზარი” იყო ვირუსი Blaster-ი, რომელიც გამოჩნდა 2003 წელს და შეტევას აკეთებდა კორპორაცია Microsoft-ის Windows Update-ის საიტზე. Blaster-ის შემდეგ გაჩნდა ვირუსი Novarg(იგივე MyDooM), რომლის მსხვერპლიც გახდა კომპანია SCO-ს საიტი. მართალია ორივე ვირუსის შემთხვევაში ყველა შეტევა ჩაიშალა, მაგრამ ზარალმა რამოდენიმე მილიარდ დოლარს მიაღწია.

0 коммент.:

Отправить комментарий

 
. . . © 2008. Template Design By: SkinCorner