ეს it სამყაროს ძალიან სცილდება, მაგრამ იმდენჯერ იქნა ეს კითხვა დასმული პორუმებზე ასევე უამრავი PM წერილი მივიღე და აქედან გამომდინარე გადავწყვითე ამ თემისთვის დამეთმო დრო, ყველაფრის დაწერა თვითონ დამეზარა საიტზე ვიპოვე ნახევრად გარჩეული თემა, რომელიც ბოლომდე სევავსე და აგერ ისიც. ანუ სანამ დავიწყებდეთ გადმოწერეთ რომელიმე ქვემოთ მოცემული ლინკიდან პატარა პროგრამა.
აი ლინკებიც:


link.ge

allshares.ge

info.ge

bin.ge

sid.myweb.ge

უცხოურ სერვერზე:

rapidshare.com

და პატარა ოპერაციის ჩატარება ჩვენი სისტემისთვის smile.gif არქივში ინახება ერთი გამშვები და ერთიც readme დაილი, რომელშიც ახსნილია ყველაფერი, რა ცვლილებები უნდა გაკეთდეს სისტემაში, ფაილის გაშვების შემდეგ, მაგრამ რადგანაც რუსულადაა აღწერა, მე აქ მაინც, მოკლედ ჩამოვაყალიბებ ქართულად. ესეიგი...

არქივის გამოწერის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ არქივის გახსნას. როგორც უკვე აღვნიშნე, დაგვხვდება გამშვები ფაილი სახელად Russian Phonetic Keyboard by Standfest v1[1].0 გაუშვით ფაილი, რომელსაც სულ ორი კლიკი ჭIრდება დაყენებისთვის, ბოლოს აქვს მონიშვნა გახსნას თუ არა readme ფაილი, სურვილისამებრ მოიქეცით და დააჭირეთ დამთავრებას. ამის შემდეგშევდივართ Start -> Settings -> Control Panel -> Regional and Language Options (1) -> Languages (2) -> Details (3) -> Add (4) -> "Russian" (5) ხოლო ქვედა მენიუში ვირჩევთ "Russian Phonetic by Standfest" (ქვედა მენიუ). ამის შემდეგ ყველა გამოსულ ფანჯარაზე OK. ეს ყველაფერი ნაჩვენებია სურათზე...
ამის შემდეგ, იმისთვის რომ რუსულად ვწეროთ, საჭიროა მარჯვენა ქვედა მხარეს არსებულ "ლენგვიჯ ბარში" EN შევცვალოთ RU-თი, ინგლისურად წერის სურვილის შემთხვევაში, პირიქით  RU შევცვალოთ EN-ზე. ამის გაკეთება შესაძლებელია როგორც მაუსით, ასევე კლავიატურის დახმარებით, სტანდარტულად Alt+Shift კომბინაციით.


იმედი მაქვს, ყველაფერი გასაგებადაა ახსნილი, თუ რაიმე გაურკვეველია, რაც მე პირადად მეეჭვება  ტოპიკს არ ვხურავ და შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები. თუ რამე შეცდომას იპოვით ტექსტში, ეგეც შემისწორეთ, გადახედვა მეზარება

აქვე ბარემ დავდებ ლინკს, იქნებ ამანაც ცოტათი მაინც შეამციროს უაზრო თემების რიცხვი...

P.S. ეს ყველაფერი მოქმედებს როგორცWindows XP-ზე, ასევე Vista-ზე



0 коммент.:

Отправить комментарий

 
. . . © 2008. Template Design By: SkinCorner